ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი  ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 2015 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა.