დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს წინაშე 2023 წლის ანგარიშს წარადგენს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, დღესვე განიხილება თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 130 000 000 ლარით მეტია. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი, რომელიც 500 000 000 ლარია.

აღნიშნულ პროექტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 31 785 000 ლარით მეტია.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გამოიყოფა 507 632 000 ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 33 446 000 ლარით მეტია.

გარდა ამისა, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დონორების დაფინანსება შეადგენს 63 000 000 ლარს.