რა გაკეთდა 2023 წელს სამგორის რაიონში

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
2023 წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა.
✔ საგზაო ინფრასტრუქტურა 103 მისამართზე მოწესრიგდა და ჯამში 175 283,75 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
✔ რაიონს 31 ახალი სკვერი შეემატა, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიის 58 000 კვ,მ ფართობი ახალ რეკრეაციულ ზონად იქცა.
✔ სკვერები მოეწყო უსახური ავტიფარეხების ნაცვლადაც, ჯამში 100 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
✔ ახალი ინოვაციური სკვერი ვარკეთილის მესამე მასივში, 3500 კვ.მ-ზე განთავსდა, სკვერი 108-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტის მიხედვით მოეწყო. ის მოზარდებმა, გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები.
✔ კეთილმოეწყო ვარკეთილი 3-ის ტერიტორია , მე-2 და მე-4 მ/რ- ში მიმდინარე წელს ახალი სკვერები მოეწყო, სადაც განთავსდა დასასვნებელი კუთხეები, სპორტული და საბავშო მოედნები, სავარჟიშო სირვცეები .
✔ასევე საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, საქართელოს დროშა განთავსდა და მოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
✔სამგორის რაიონში მიმდინარე წელს 100000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
✔ ასევე 10 მისამართზე სპორტული მოედანი, 13-ზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.
✔ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 231 პროექტი განხორიციელდა.
✔ ასევე ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.