უკანონო მშენებლობებთან მიმართებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ 4 200 სამართალდარღვევა გამოავლინა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ 4 200 სამართალდარღვევა გამოავლინა.

"უკანონო მშენებლობებთან მიმართებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ გამოავლინა 4 200 სამართალდარღვევა, გამოიწერა 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც 2014-2017 წლებში გამოვლინდა 3 500 დარღვევა და მხოლოდ 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმაა დაწერილი.

2021 წელს, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღო.

უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას კვლავ პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი." - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.