ავარია ლვოვში - მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლვოვში ავტოკატასტროფის დროს მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "აუდის" ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილია, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეკა ტყეშელაშვილის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.