ხორცისმჭამელები დიდხანს ცოცხლობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ხორცის მოხმარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი შეისწავლა. სწავლულებმა ავსტრალიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან, მსოფლიოს 175 ქვეყნის მცხოვრებლების მონაცემები გააანალიზეს. მათი თქმით, ხორცის ჭამასა და დაავადებებს შორის ირიბი კავშირია, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა და რამაც საფუძველი ჩაუყარა ვეგეტარიანებლობასა და ვეგანობას. არსებობს მოსაზრებაც, რომ ვეგეტარიანელები სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან. მკვლევართა ჯგუფმა ეს ჰიპოთეზა შეამოწმა და გაარკვიეს, რომ ნახშირწყლოვანი კულტურებიდან (მარცვლეული და ბოლქვოვნები) ენერგიის მოხმარება არ იწვევს სიცოცხლის გახანგრძლივებას. პირიქით, ხორცის ზომიერი მოხმარება უფრო უკავშირდება დღეგრძელობას. ადამიანი ხორციან საკვებს მიჩვეულია და მას თითქმის ორი მილიონი წელია მოიხმარს, - აცხადებენ მკვლევარები. ნახშირწყლოვან პროდუქტებს კი გაცილებით ნაკლები კვებითი ღირებულება აქვს, ვიდრე ხორცს. ხორცში არსებული კომპონენტები ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობას.