ტაისონი ყურის ფორმის კანფეტებს გამოუშვებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კრივში, მაიკ ტაისონმა პუბლიკას საღეჭი კანფეტები წარუდგინა, რომელსაც ყურის ფორმა აქვს. პროდუქტს სახელად Mike Bites უწოდეს. აღსანიშნავია, რომ პირველად, მსგავსი პროდუქტის გამოშვების იდეა ტაისონმა ჯერ კიდევ 2019 წელს გაახმოვანა. ეს კანფეტები ევანდერ ჰოლიფილდთან ბრძოლის გამოძახილია, რომელიც 1997 წელს შედგა. მაშინ დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში, „რკინის მაიკი“ ისე გაბრაზდა მოწინააღმდეგეზე, რომ ყურში ჩააფრინდა კბილებით და ნაწილი მოაკვნიტა.