ქანდაკება, რომელიც „იძირება“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მექსიკელმა მხატვარმა-ჰიპერრეალისტმა რუბენ ოროსკომ, მდინარე ნერვიონში, რომელიც ესპანურ ბილბაოს კვეთს, გოგონას თავის უჩვეულო ქანდაკება დადგა. ნამუშევარს Bihar ეწოდება, რომელიც ბასკურიდან ითარგმნება, როგორც - „ხვალ“. ქანდაკება საქველმოქმედო ფონდისთვის შეიქმნა, რათა კიდევ ერთხელ მიაქციონ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რა გავლენა აქვს ადამიანს გარემოზე. მხატვარის აზრით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ „ჩვენი ქმედებები ჩვენ ან ჩაგვძირავენ, ან ზედაპირზე გვატივტივებენ“.

ქანადაკება, რომლის ზომებიც - 2X2-ზე, ხოლო სიმაღლე - 17 მეტრია, დაახლოებით, 10 წლის გოგონას გამოსახავს - ყავისფერი თმითა და ცაში მოცქირალი დიდი, ყავისფერი თვალებით. 120-კილოგრამიანი ფიგურა ყოველდღე წყალში იძირება და შემდეგ ისევ ზემოთ ამოდის. ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობამ არაფერი იცოდნენ ოროსკოს ნახელავის შესახებ და მის დანახვაზე, შესაბამისი რეაქციებიც გამოხატეს.