სპეციალური ჭოგრიტი დალტონიკებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ტენესის შტატში, ტურიზმის საბჭომ გადაწყვიტა, შემოდგომის ლამაზი ფერებით ტკბობაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც ფერებს ზუსტად ვერ აღიქვამენ. მათთვის 12 ადგილზე სპეციალური ჭოგრიტები დაამონტაჟეს, რომლებიც EnChroma-ის ლინზებითა და ოპტიკური ფილტრებითაა აღჭურვილი. მისი საშუალებით, დალტონიკებს შეეძლებათ, გარემო ჩვეულებრივ ფერებში აღიქვან. ეს მოწყობილობა ჯერ კიდევ 2017 წელს შეიქმნა. ცნობილია, რომ დალტონიზმი რამდენიმე ტიპისაა: როდესაც დაქვეითებულია ან არ არსებობს წითელი, მწვანე ან ლურჯი ფერის აღქმა. შტატის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ასეთი ჭოგრიტები გაამართლებს და დალტონიკებისთვის მსგავს მოწყობილობას უფრო მეტ ადგილას განათავსებენ.