„ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლაც იმავეს აკეთებენ ოპოზიციის რიგებიდან.

„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და ჩვენ გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.