„მესტალიაზე“ მამარდაშვილს უმღერეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვალენსიას“ ყველა დროის საუკეთესო მეკარედ სანტიაგო კანისარესი ითვლება. ლეგენდარული კიპერი 54 წლისაა და მას ჟურნალისტები კლუბში არსებულ სიტუაციაზე აზრს ხშირად ეკითხებიან. ასე იყო ამჯერადაც და კანისარესს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს.

„შეხედეთ მის თამაშს და რეზულტატს - „ვალენსია“ ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე 20 გუნდიდან, გაშვებული გოლების სიმცირით, მეოთხეა ანუ ჩვენ 16 კლუბს ვჯობნით. ეს მცველების კი არა, სწორედ მამარდაშვილის დამსახურებაა. სასწაულს ვიწამებ, თუ გიორგი მომავალ სეზონსაც „მესტალიაზე“ დაიწყებს, მაგრამ ის ისეთ დონეზე თამაშობს, რომ აუცილებლად წაგვართმევენ. ვფიქრობ, მისი წასვლის შემდეგ, „ვალენსიას“ ორი მეკარის შეძენა მოუწევს“, - განაცხადა კანისარესმა.

მამარდაშვილმა კი, მორიგი მშრალი მატჩი „რაიო ვალეკანოსთან“ ითამაშა და ისეთი ბურთი აიღო, გადაჭედილმა სტადიონმა უმღერა. ჰო, ქართველ ბიჭს ესპანეთში უმღერეს და ფეხზეც წამოუდგნენ. ჩვენი ნაკრების მეკარე აუცილებლად რომ გაიყიდება, ადვილი მისახვედრია და ფასი, რომელიც ადევს (35 მილიონი ევრო), უკვე სასაცილოდ მოჩანს - ამ თანხის გადახდას ძალიან, ძალიან ბევრი გრანდი მარტივად მოახერხებს. ყველა ხვდება, რომ მამარდაშვილის შეძენით, კარს საიმედოდ, ყველაზე ცოტა, ათი წლის განმავლობაში დაიცავს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე