მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, „მეცმა“ ისევ წააგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გაიტანა, მაგრამ რად გინდა - მისმა გუნდმა ისევ წააგო. ჰოდა, ახლა სასწაული უნდა მოხდეს, „მეცმა“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება პირდაპირ რომ შეძლოს. ბოლო ტურში გიოს გუნდი, უკვე ჩემპიონ „პსჟ“-ს მასპინძლობს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაუჭირდება ქართველის გუნდს. საუკეთესო შემთხვევაში, „მეცი“ მე-16 ადგილს დაიკავებს და მეორე დივიზიონში, მესამე ადგილზე გასულ კლუბს, უძლიერესთა ლიგის საგზურისთვის შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „აიაქსის“ საკუთრებაა, თუმცა წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, ამსტერდამელები მის დაბრუნებას არ აპირებენ. თუ „მეცი“ უძლიერესთა შორის ადგილს ვერ შეინარჩუნებს, მიქაუტაძე ქვედა დივიზიონში სათამაშოდ არ წავა და არჩევანიც ექნება - მისი შეძენის სურვილი უკვე გამთქვა მარსელის „ოლიმპიკმა“ და იმის მიუხედავად, რომ წელს ეს კლუბი ევროთასების ზონის მიღმა დარჩა, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და ქართველის შეძენით, თავდასხმის ხაზში არსებული პრობლემის მოგვარებას აპირებს.