რომელმა ქვეყანამ დააწესა ჯილდო აცრილებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიის ხელისუფლებამ მატერიალური წახალისება შემოიღო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ. საქმე ის არის, რომ აცრის კამპანია, მთავრობის შეფასებით, არასაკმარისად სწრაფად მიმდინარეობს. ამიერიდან, ყოველი ვაქცინირებული, პრემიის სახით, 50 შვეიცარიულ ფრანკს მიიღებს. ნებისმიერ ახალ აცრილს შეუძლია დაასახელოს ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი აცრის გადაწყვეტილების მიღებაში და მადლიერების ნიშნად, ეს ადამიანიც დაჯილდოვდება - ფოსტით მიიღებს კუპონს 50 ფრანკის ოდენობით. ამჟამად, ქვეყანაში ორჯერადად აცრილი მოსახლეობის 57%-ია.