შსს აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შს სამინისტრო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიციის სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ აქტივისტების ნაწილმა შესასვლელისკენ გადაინაცვლა. მათ სურდათ, ბლოკადაში მოექციათ ის დეპუტატები, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს. პოლიცია კი ამის უფლებას არ აძლევს.

საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგიბის მიუხედავად, ცდილობენ შესასვლელის დაკავებას.

მობილიზებულია სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა.