პირველი ხმამაღალი გარიგება - ნუნიესი 80 მილიონად გაიყიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 წლის დარვინ ნუნიესი მომავალ სეზონს „ლივერპულში“ ფაიწყებს, მის სანაცვლოდ კი კლუბი 80 მილიონ ევროს მიღებს, თმცა, თუ ნუნიესი ინგლისში თავს გამოიჩენს, „ბენფიკაას“ დამატებით 20 მილიონი ერგება.

 

ასაკის მიუხედავად, ნუნიესს საუცხოო სეზონი ჰქონდა და ყველა ტურნირზე მან 34 გოლის გატან შეძლო. აქედან 2 გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე ნუნიესმა სწორედ „ლივერპულს“ გაუტანა და მწვრთნელსაც თავი სწორედ იმ შეხვედრაში მოაწონა. ახალი ფორვარდის შეძენის საკითხი კი „ლივერპულში“ მას შემდეგ დადგა, რაც კლუბიდან წასვლა 30 წლის შემტევმა, სადიო მანემ გადაწყვიტა. მისი სამსახურით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული, საიდანაც თავის მხრივ რობერტ ლევანდოვსკი წავიდა. ერთი ეგაა, მანეს სანაცვლოდ გერმანელები 30 მილიონს იხდიან, ინგლისელები კი 40-ს ითხოვენ.