შენგელია ტურის MVP გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში, „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტოს“ უმასპინძლა და დამატებით დროში წვალებით დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი თორნიკე შენგელიამ დაიდო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 19 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. თოკოს ასპარეზობა იმდენად გამორჩეული იყო, რომ იგი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

შეგახსენებთ, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების შემდეგ, შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა და კარიერა იტალიაში გააგრძელა, თუმცა აპენინელი ჟურნალისტები წერენ, ახალ სეზონს ქართველი შემტევი კატალონიურ „ბარსელონაში“ დაიწყებსო. ესპანურმა გრანდმა ჩვენებურის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვა და თუ აღნიშნული გარიგება შედგება, შენგელია იქნება პირველი ქართველი კაოპათბურთელი, რომელიც ევროპის ასეთი დონის კლუბში ითამაშებს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე