“ვიქტორია ადამსი თბილისში შემიყვარდა” - დევიდ ბექჰემი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ჯერ მიმდინარე წლის ნახევარიც არ გასულა, თამამად შეიძლება თქმა - 2022 წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი უკვე შედგა. ცნობილი წყვილის, დევიდ ბექჰემსა და ვიქტორია ადამსის შვილმა ბრუკლინმა ცნობილი ებრაელი მილიარდერის, ნელსონ პელტცის ქალიშვილზე, ნიკოლზე იქქორწინა. წყვილი 2020 წელს დაინიშნაა, მაგრამ პანდემიის გამო, ქორწილის გადახდა ვერ ხერხდებოდა, არადა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, იმდენი საპატიო სტუმარი იყო დასაპატიჯებელი, რომ ქორწილი ორ ეტაპად გაიმართა. პირველი ცერემონია ფლორიდაშ, პელტცების 100-მილიონიან ვილაში გაიმართა და რა თქმა უნდა, ქორწილი ებრაული ტრადიციებით ჩატარდა, მითმეტეს, რომ დედის ხაზით, დევიდ ბექჰემის ბაბუაც ებრაელი იყო. შემდეგ იყო ქორწილი ლონდონში და ეს ყველაფერი სამი დღე გაგრძელდა და რადგან სტუმრებს ნიკოლი აუცილებლად საპატარძლო კაბაში უნდა ენახათ, მას სამი საქორწილო კაბა დასჭირდა. რაც ყველაზე საინტერესოაა, ქორწილში აკრძალული იყო ფოტო და ვიდეოგადაღება, რადგან წყვილმა ეს უფლება ჟურნალ Vogue-ს მიჰყიდა.

ის, რომ ბექჰემის შვილის ქორწილს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, გასაკვირი სულაც არ არის. დევიდმა ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ მისულიყო იქამდე, სადაც დღეს არის და მისი ქონება ნახევარ მილიარდს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფეხბურთიდან მღებული შემოსავალი არ არის - დევიდი, რომელიც 2 მაისს 47 წლის გახდება, რემდე აფორმებს სარეკლამო კონტრქტებს, სიამოვნებით პოზირებს ფოტო-ობიექტივის წინ და მისი წლიური შემოსავალი 50 მილიონია.

არადა, 1975 წელს, ლონდონში დაბადებული დევიდი წესითა და რიგით, ამ დონეზე ვერ უნდა მისულიყო, რადგან მამამისი მზარეული იყო, დედა - სსტილისტი და სამშვილიან ოჯახს ისინი გაჭირვებით ინახავდნენ. მზარეულობის პარალელურად, დევიდის მამა, მაათხოვრულ ხელფასზე, იმ სკოლის საფეხბურთო გუნდსაც ავარჯიშებდა, სადაც დევიდი დადიოდა და რა თქმა უნდა, მამამ შვილი ფეხბურთზე მიიყვანა. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, მზარეულიც კი მიხვდა, რომ საქმე ძალიან ნიჭიერ ბავშვთან ჰქონდა და შვილს ყველაზე მეტად ტვირთავდა. 1992 წელს, 17 წლის ბექჰემმა ოფიციალური კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმა და ამ გუნდში მისი კარიერა არც თუ საინტერესოდ დაიწყო. „მანჩესტერმა“ ნიჭიერი ფეხბურთელი იჯარით „პრესტონში“ გაუშვა, სადაც ის მხოლოდ 5 შეხვედრაში ათამაშეს, თუმცა 2 გოლის გატანა მაინც მოახერხა. 1995 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბექჰემს ოფიციალური დებიუტი შედგა. და დაიწყო კაეირა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ლეგენდარული. ბექჰემა „მანჩესტერთან ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა და რაღა თქმა უნდა, ითამაშა ინგლისის ნააკრებში, რომელსაც 2001 წლიდან კაპიტნობდა კიდეც. ინგლისის ნაკრებში დევიდმა მთლიანობაში 115 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. შეხვედრების მხრივ, დევიდს ინგლისის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთი მთამაშე - ნაკრების ლეგენდარული მეკარე, პიტერ შილტონი უსწრებს, რომელსაც 125 სანაკრებო მატცი აქვს. სამაგიეროდ, ბექჰემ გახლავთ ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი მსოფლიოს სამ სხვადასხვა ჩემპიონატზე გაიტანა.

რაც შეეხება „მანჩესტერიდან“ წასვლას. 2003 წელს გუნდმა ასოციაციის თასზე „არსენალთან“ 0:2 წააგო. გუნდის ლეგენდარულმა თავკაცმა, ალექს ფერგიუსონმა გასახდელში ჯავრი ფეხბურთელებზე იყარა და ყველაფერი ბექჰემს დააბრალა. დევიდმა იუარა, მე არაფერ შუაში ვარო, რაზეც გაბრაზებულმა ფერგიმ იქვე დაგდებულ ბუცს ფეხი ამოჰკრა. ბუცი გაფრინდა, ბექჰემს წარბი იპოვა და ისე გაუხეთქა, ფეხბურთელს 4 ნაკერის დადება დასჭირდა. ზუსტად ერთ კვირაში, ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ბექჰემი აღარ სჭირდებოდა და დევიდი 25 მილიონ ფუნტად მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

იმ დროისთვის, ბექზი არ იყო რიგითი კარგი მოთამაშე. ის იყო ნამდვილი სუპერვარსკვლავი, არაერთი სარეკლამო კონტრაქტითა და ათეულ მილიონობით შემოსავლით. „სამეფო გუნდში“ გადასვლამ მისი პოპულარობა უფრო გაზარდა და მითუმეტეს, როცა მან „რეალშიც“ წარმატებული კარიერა მოიწყო. იმ დროის მადრიდულ კლუბში, ბექჰემს გვერდით რონალდო, ზიდანი, ფიგუ, რაული, რობერტო კარლოსი, ანუ სუპერ-ვარსკვლავები თამაშობდნენ და ამიტომ „რეალს“ უფრო ხშირად „გალაქტიკოდ“ მოიხსენიებდნენ.

2007 წელს, ბექჰემი კაარიერას ლოს ანჯელესის „გელექსიში“ აგრძელებს. ბევრს ეგონა, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო, რადგან 31 წლის ფეხბურთელს ევროპაში, უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეეძლო, თუმცა მალე ყველაფერი გაირკვა - „გელექსიმ“ წლიურ ჯამაგირად ფეხბურთელს 50 მილიონი შესთავაზა და ეს სარეკლამო კონტრაქტების გარეშე. ამასთან, როცა ამერიკაში შესვენება იყო, დევიდი ევროპაშ ბრუნდებოდა და იჯარით ბებერ კონტინენტზე თამაშობდა. სწორედ ასე ჩაატარა მან 2009 და 2010 წელს იტალიურ „მილანში“ ჯერ 18, შემდეგ კი 11 შეხვედრა. 2013 წელს, ბექჰემი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, კლუბს 19 წლის ნანატრ ჩემპიონობაშ დაეხმარა და კაარერაც დაასრულა. კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრი ვარსკვლავი ფეხბურთელის ცხოვრება საინტერესო აღარ არის და ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, მაგრამ არა ბექჰემი. მას ამ ყველაფერში ხელს არანაკლებ პოპულარული ცოლი, ვიქტორია ადამსი უწყობს. როგორ დაიწყო დევიდისა და ვიქტორიას ურთიერთობა, ბექჰემის ავტობიოგრაფიულ წიგნში დეტალურად არის აღწერილი.

„ნოემბერია... უფრო ზუსტად, 1996 წლის ნოემბერი და სასტუმროს ნომერში ვზივარ. მეორე დღეს საქართველოს ნაკრებთან გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი. ჩემი მეგობარი და თანაგუნდელი, გარი ნევილი მეორე საწოლზე წევს. თუ უშუალოდ ფეხბურთის თამაშს არ ჩავთვლით, მოგზაურობა და გასვლით თამაშები დიდად არ მიყვარს. ვერაფერს ათვალიერებ და მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობ - ჭამ, გძნავს, ვარჯიშობ, ისევ ჭამ, ისევ გძნავს.... და ასე დაუსრულებლად. მთელ დროს ატარებ სასტუმროს ოთახში და ეს ოთახები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

სასტუმრო, სადაც ჩვენი ნაკრები ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმროა იყო საქართველოში. შიდა იავნები ერთგვარ წრეს ქმნიდა და ფოიესა და ბარ-რესტორნებს გადაჰყურებდა. როცა ოთახიდან გადიოდი, მოპირდაპირე კარს ხედავდი. ყველაფერი ლითონისა და მინისგან იყო დამზადებული, რაც ამ სასტუმროს კიდევ უფრო ამსგავსებდა ციხეს. ჩემი ოთახის ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული მაგისტრალი ჩანს, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნება. ეს ნამდვილად არაა ის პეიზაჟი, რომელიც საღამოს გარეთ გასვლას მოგანდომებს.

მოკლედ, ვსხედვართ მე და გარი ოთახში და ვსაუბრობთ. კუთხეში მუსიკალურ არხზე ჩართული ტელევიზორია მიდგმული. მოულოდნელად Spice Girls-ის ახალი კლიპი იწყება, Say You’ll be there. ისინი უდაბნოში ცეკვავენ, ვიქტორიას შავი კატის კოსტიუმი აცვია, ვუყურებ და ვხვდები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალისთვის თვალი აქამდე არასოდეს მომიკრავს. თუმცა, იმ სსაღამოს, საქართველოშ, სასტუმროს ჩახუთულ ოთახშ პირველად გამინათდა გონება. ვიქქტორია ფანტასტიკური იყო და მივხვდი, რომ როგორმე მისკენ სავალი გზა უნდა მომეძებნა. აშკარად, ლოურენს არაბის სამოსი მჭირდებოდა და როგორმე აქლემიც უნდა მეშოვა.

ისეთი ლამაზია... მიყვარს გარი, მიყვარს. მე ამ გოგოს უნდა შევხვდე,-ვეუბნები ნევილს და მან გაოცებით გამომხედა. იფიქრა, რომ გავგიჟდი. იმის მიუხედავად, რომ როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, მე და გარი ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, ასეთი რამ მასაც კი არასოდეს ენახა - შემიყვარდა პოპ-ვარსკვლავი, რომელიც არასოდეს მენახა და მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი. ვიქტორიამ ჩემი გული დაიპყრო“,-ასე იხსენებს ავტობიოგრაფიულ წიგნში ბექჰემი მომავალი მეუღლის ნახვა-აღქმის დეტალებს.

რამდენიმე თვეში, მანჩესტერში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, დევიდმა ორგანიზატორებს ვიქტორიაც დააპატიჟებინა და საოცნებო ქალი იქ გაიცნო. ერთი წლის შემდეგ, ვიქტორიამ გაამხილა, რომ ის და დევბიდი დაინიშნენ და პირველ შვილსაც ელოდნენ. ასე დაიბადა ბრუკლინ ბექჰემი და სახელი იმ ქალაქის პატივსაცემად ერგო, სადაც ჩაისახა და რომლის ქორწილმაც შოუ-ბიზნესის სამყარო აალაპარაკა. ადვილი მისახვედრია, რომ დევიდის და ვიქტორიას დანარჩენი შვილებიც (კრუზი, რომეო, ჰარპერი) არანაკლებ პოპულარობით სარგებლობენ და მათაც წინ შოუ-ბიზნესის სამყაროში დიდი თავგადასავლები ელით.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ბექჰემების ოჯახის სიმდიდრის ერთ-ერთი მთავარი წყარო... ეკოლოგიურად სუფთა თაფლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია.