პრემიერმა რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.

მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!
ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, - წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში.

ევროპარლამენტმა სამშაბათის სესიაზე ხმათა უმრავლესობით რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.