ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ივლისში, მომავალი სეზონის ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს მეტოქე, პირველ ეტაპზე, ბულგარული „ლუდოგორეცი“ იქნება. ვაღიაროთ, რომ აჭარლებს ძლიერი მეტოქე ერგოთ და სასწაული უნდა მოხდეს, ამ ბარიერს გასცდნენ. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში, „დინამო“ დამაჯერებლად ნამდვილად არ თამაშობს და ყველაფერთან ერთად, კლუბის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, ფეხბურთში საქმიანობა ორი წლით ოფიციალურად აეკრძალა. თუ აჭარლები ამ ბარიერს დაძლევენ, მეორე ეტაპზე, მინსკის „დინამოსა“ და სომხურ „პიუნიკს“ შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან. თუ დამარცხდებიან, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ, სადაც მეტოქედ უელსურ „ტნს“-სა და მონტენეგროს „დეჩიჩს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქუთაისის „ტორპედოს, რომელიც კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, პირველ მეტოქედ ალბანური „ტირანა“ ჰყავს, ხოლო თუ ამ ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე კვიპროსული „ომონია“ ელოდება. კონფერენს ლიგაზე იქნება თბილისის „დინამოც“, რომელსაც პირველ მეტოქედ მონტენეგროს „მორნარი“ ჰყავს, ხოლო თუ დედაქალაქელები ამ ბარიერს გაივლიან, მეორე წრეში სერბულ „რადნიჩკის“ შეხვდებიან. რაც შეეხება „იბერია-1999“-ს, კლუბი კონფერენს ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მეტოქედ მალტის „მარსაქსლოკსა“ და ალბანურ „პარტიზანს“ შორის უძლიერესი ეყოლება.