ზინჩენკომ რუსი მეგობრების სია გაანულა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო ერთ-ერთია, ვინც პრაქტიკულად ყოველდღიურად ცდილობს, მსოფლიოს შეახსენოს, რომ მისი ქვეყნის ოკუპაციას რუსეთი ცდილობს. მართალია, ზინჩენკო იარაღით ხელში არ იბრძვის, მაგრამ დღე არ გავა, რომელიმე ბრიტანულ გამოცემასთან არ ისაუბროს. ამჯერად, საკუთარ მეგობრებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ რუსი მეგობრების რიცხვი უბრალოდ განულდა.

„მე რუსეთში პატარა სამეგობრო წრე მყავდა. ჰო, მყავდა, რადგან მათ ომის დაწყების წინ მომწერეს, რომ რაც ხდება, საშინელებაა, მაგრამ ვერაფერს შეცვლიან. მეგონა, ისინი ამის შესახებ ხმამაღლა იტყოდნენ, მაგრამ დუმილი ამჯობინეს. შედეგად, ერთი-მეორეს მიყოლებით, მათი ნომრები წავშალე და ჩემი მეგობრების სიაში რუსები, უბრალოდ, აღარ არიან“, - განაცხადა ზინჩენკომ.

ამას გარდა, უკრაინელმა ფეხბურთელმა ისიც თქვა, მსოფლიო ნელ-ნელა ეგუება იმას, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება და ეს ძალიან ცუდიაო.

„უკრაინაში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, კვდებიან ბავშვები და მსოფლიო ამის შესახებ მხოლოდ წუხს. წუხილი ვერ შველის სიცოცხლის გადარჩენას, საჭიროა უფრო მკაცრი ზომები და უფრო მეტი ზეწოლა რუსეთზე, რასაც ვერ ვხედავ. მგონია, რომ მსოფლიო ამას შეეჩვია და უკრაინა რუსეთს შეატოვა“, - დაამატა მან.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე