ნაკრებს კაპიტანი დაურბუნდა - ლიპარტელიანი ევროპაზე იჭიდავებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

29 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სტარტს ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი აიღებს, რომელიც 1 მაისს დასრულდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა უკვე დაასახელა ის ძიუდოისტები, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე, საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ. სასიხარულოა, რომ პასუხის შემდეგ, ეროვნულ გუნდს კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი დაუბრუნდა. მოგეხსენებათ, ტოკიოს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განაცხადი, თუმცა ყველა თვლიდა, რომ 33 წლის ძიუდოისტისთვის წასვლა აშკარად ადრე იყო. ევროპის ჩემპიონატი მისთვის ყველაზე შედეგიანი ტურნირია - ვარლამს კონტინენტის პირველობაზე, 3 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას, ის ასე გამოიყურება:

კაცები: -60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი; -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი; -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი; -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი; -90 კგ: ლუკა მაისურაძე; -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე; + 100 კგ: გურამ თუშიშვილი.

ქალები: -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი; +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე