იარაღი ბელანოვმაც აიღო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კიევის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი, იგორ ბელანოვი სექტემბერში 62 წლის გახდება, ასაკის მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბელანოვმა სხვების დარად, ხელში იარაღი აიღო და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ის თამამად აცხადებს, რომ სიკვდილის არ ეშინია და მზადაა, ქვეყნის თავისუფლებისთვის სიცოცხლე გასწიროს. ვისაც არ ახსოვს, ვეტყვით, რომ ბელანოვი ის მოთამაშეა, რომელმაც 1986 წელს, ფეხბურთელისთვის ყველაზე პრესტიჟული  ინდივიდუალური ჯილდო - „ოქროს ბურთი“ მოიგო და კონკურენციაში უკან ისეთი ვარსკვლავები ჩამოიტოვა, როგორებიც ემილიო ბუტრაგენიო, მარკო ვან ბასტენი, გარი ლინეკერი, იან რაშ და მიშელ პლატინი იყვნენ.

რადგან უკრაინაზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ საფეხბურთო კლუბ დონეცკის „შახტარის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სურათი და წარწერა - „მადლობა, თბილისის „დინამოს“. ქართულმა კლუბმა უკრაინაში დიდი ოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და მეგობრებისგან მადლობაც ამიტომ მიიღო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე