მთავარი სატრანსფერო სამიზნე კილიან მბაპეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგული „პსჟ“-ს 22 წლის ფორვარდს, კილიან მბაპეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. პარიზელები მზად არიან, ახალგაზრდა შემტევს ზღაპრული ჯამაგირი შესთავაზონ და თვეში 5 მილიონი ევრო უხადონ, რაც წლიურად 60 მილიონია, თუმცა ფეხბურთელს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ესპანური გრანდი მხოლოდ 40 მილიონის გადასახდელადაა მზად, მაგრამ იმის პირობასაც დებს, რომ ფეხბურთელის სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავალზე პრეტენზია არ ექნება, ეს კი დამატებით 30 მილიონი ევროა. ახლა საინტერესო ის გახლავთ, რას მოიფიქრებენ პარიზელები და გაზრდიან თუ არა შეთავაზებას. როგორც ჩანს, 22 წლის თავდამსხმელისთვის ფული მეორეხარისხოვანი ნამდვილად არაა.

„ყველამ იცის, რომ ჩემს მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ჯერ კვლავ ვფიქრობ, რადგან ბევრი ახალი ელემენტია გასათვალისწინებელი. როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, ამას აუცილებლად გაიგებთ. შესაძლებელია თუ არა „პსჟ“-ში დარჩენა? - რა თქმა უნდა“, - ამბობს მბაპე.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე