ვან გაალი კიბოს ებრძვის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარული ჰოლანდიელი მწვრთნელი, ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი, ლუი ვან გაალი პროსტატიტის კიბოს ებრძვის. როგორც თავად სპეციალისტი აცხადებს, მას სიმსივნის აგრესიული ფორმა აქვს და აღიარებს, რომ ექიმები სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებიან, თუმცა...

„პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა მაქვს, ქიმიო-თერაპია უკვე 25-ჯერ გავიკეთე. ეროვნული ნაკრების შეკრებიდან ღამით საავადმყოფოში მივდიოდი. ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ, მათ ეგონათ, რომ ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ ასე არ არის. ფეხბურთელებს ამის შესახებ არაფერი ვუთხარი, მსურდა, რომ ჩემს მდგომარეობას მათ თამაშზე გავლენა არ მოეხდინა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მოვამზადო და რაღა თქმა უნდა, ჩემს გეგმებში არ შედის, მუნდიალს გამოვაკლდე“, - განაცხადა 70 წლის სპეციალისტმა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე