რობენის კიდევ ერთი სასწაული

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარულმა ჰოლამდიელმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა კარიერა ორი წლის წინ დაასრულა. ამის მიუხედავად, ვეტერანი ფეხბურთელი მუდმივად იმეორებდა, რომ ვარჯიშს არ წყვეტდა და კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო. სწორედ ამიტომ, მას საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა მეგობარმა, ერბენ ვენებარმა სთხოვა. რობენი გამოწვევას დასთანხმდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მას გულშემატკივრები 42 კილომეტრის გარბენას სრულად სთხოვდნენ.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ მარათონს ბოლომდე ვერ დავასრულებდი და შუა გზაზე წავიქცეოდი, თუმცა მთელი 42 კილომეტრის მანძილზე, გულშემატკივრები იყვნენ ჩამწკრივებულნი და ისე მქომაგობდნენ, იმედებს ვერ ვუცრუებდი. საკმარისი იყო თუნდაც ერთი, 20-მეტრიანი მონაკვეთი, სადაც გულშემატკივრები არ იდგებოდნენ და მე გავჩერდებოდი, მაგრამ ასეთი მონაკვეთი არ შემხვდა. ამიტომ, ბოლომდე ვირბინე და, უბრალოდ, ძალიან მიხარია, ცოცხალი რომ გადავრჩი“, -განაცხადა რობენმა, მაგრამ... მან 42 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში დაფარა და პირველობაც არავის დაუთმო, რაც 36 წლის ვეტერანისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე