წყალბურთელებმა ევროპა გაინაღდეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში წყალბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. გასულ კვირას კი, ტურნირის შესარჩევი ეტაპი გაიმართა და საქართველოს ნაკრებს ხორვატიის და შესაბამისად, კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს ბელორუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები ეცილებოდნენ.

პირველ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა ბელორუსს შანსი არ დაუტოვა, 25:5 დაამარცხა, მეორე მატჩში პოლონეთი 22:1 გაანადგურა და გადამწყვეტ შეხვედრაში სლოვაკეთს დაუპირისპირდა. თავის მხრივ, სლოვაკეთმაც მოახერხა ბელორუსის და პოლონეთის დამარცხება და საქართველოსთან საგზურისთვის საბრძოლველად გავიდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 18:16 იმარჯვა და გადამწყვეტ ქულებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.