უკრაინა ამბობს, რომ იარაღის შესყიდვებში კორუფციული სქემა გამოავლინა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვებში აღმოაჩინა კორუფციული სქემა.

„[გამოვლენილია] თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები და იარაღის მიმწოდებელი „ლვოვის არსენალის“ მენეჯერები, რომლებმაც მოიპარეს თითქმის 1,5 მილიარდი გრივნა ($40 მილიონამდე) ჭურვების შეძენისას“, - განაცხადა SBU-მ.

ოფიციალური ინფორმაციით, ჭურვების შესყიდვაზე კონტრაქტი დაიდო „ლვოვის არსენალთან“ 2022 წლის აგვისტოში და გადახდა მოხდა წინასწარ, თუმცა უკრაინულ ჯარს არანაირი იარაღი არ მიუღია. თანხა კი, გადავიდა გარკვეულ უცხოურ ანგარიშებზე.

ენდემური კორუფციის აღმოფხვრა რჩება მთავარ საკითხად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სამხედრო ძალებში კორუფცია კი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია უკრაინაში.

თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი გაათავისუფლეს გასული წლის სექტემბერში სხვადასხვა კორუფციული საქმის გამო.