რესტორანმა მამაკაცი „შავ სიაში“ შეიყვანა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მისტერ კინგის სახელით ცნობილი ჩინელი მამაკაცი აცხადებს, რომ ქალაქ ჩანშაში მდებარე ბარბექიუ-რესტორანმა ის „შავ სიაში“ შეიყვანა და სტუმრობა აუკრძალა, რადგან მას ბევრი ჭამა შეუძლია. ეს რესტორანი მომხმარებლებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნებისმიერი ოდენობის კერძის მირთმევის უფლებას აძლევს. თუმცა, როგორც ჩანს, მისტერ კინგი გამონაკლისი აღმოჩნდა. ეს ადამიანი თავისი ჭამის ვიდეოებითაა ცნობილი.

მისი თქმით, პირველი სტუმრობისას, 1.5 კილოგრამი ღორის ხორცი შეჭამა, შემდეგ ვიზიტზე - 4 კილოგრამამდე კრევეტები მიირთვა. ის რესტორანს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. დაწესებულების მფლობელის თქმით კი, მისტერ კინგის ყოველი სტუმრობისას, რესტორანი რამდენიმე ასეულ იუანს ზარალობს. მაშინაც კი, როცა მარტო რძეს სვამს, ის 20-20 ბოთლს ერევაო. ამბავმა ჩინური სოცქსელები მოიცვა. ზოგი რესტორნის მეპატრონეს მხარს უჭერს, ბევრი კი აცხადებს, რომ თუ დაწესებულებას შესაბამისი რესურსი არ აქვს, ასეთი აქციები არ უნდა ჩაატაროს.