მარტივი ტესტი მკერდის კიბოს დასადგენად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა სუნთქვის ტესტის აპარატი გამოიგონეს, რომელსაც მკერდის კიბოს დადგენა 10 წუთში შეუძლია. როგორც მკვლევარები ამბობენ, ტესტირება დღეს არსებული, საკმაოდ არაკომფორტული მამოგრაფიის ალტერნატივაა. ხელსაწყო, რომელსაც The Breath Link უწოდეს, ამერიკულ კომპანიაში შექმნეს და ის ევროპაში უკვე გაყიდვაშია. მისი გამოყენება ძალიან მარტივია - პაციენტი აპარატში ჩაისუნთქავს, ხელსაწყო ჰაერით ივსება, რომელიც ქიმიკალების დონეს აანალიზებს. თუ ქიმიკალი მკერდის კიბოს არსებობას აჩვენებს, კომპიუტერი ექიმს შედეგს აცნობებს. როგორც ხელსაწყოს ავტორები ამბობენ, მათი ქმნილება ისეთივე სიზუსტით მუშაობს, როგორც მამოგრაფიის მოწყობილობა. მკვლევართა განცხადებით, ვიდრე ეს პრაქტიკა დაინერგება ან ვიდრე მკერდის კიბოს სკრინინგისთვის ერთადერთ ალტერნატივად გამოცხადდება, ჯერ კიდევ ბევრი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე, დაავადების აღმოჩენის სიზუსტე დაბალია.