საკვების გარეშე ცხოვრება შესაძლებელია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიღებულია მოსაზრება, რომ ადამიანს საკვების გარეშე არსებობა მხოლოდ ორი თვის განმავლობაში შეუძლია. თუმცა, შრილანკელი კირბი ლანეროლი საპირისპიროს მტკიცების პროცესშია. მამაკაცი უკვე თითქმის ხუთი წელია, საჭმელს არ ჭამს. მისი თქმით, არსებობს სხვა წყაროებიც, ენერგეტიკულად უფრო გამდიდრებული, ვიდრე კვების პროდუქტები. კირბი დარწმუნებულია, რომ კალორიების მიღება შესაძლებელია შუქის, ვიბრაციის, ქარისა და ფოტონებისგან. იდეა მარტივია - ადამიანი მზის ბატარეებს ემსგავსება. ბოლო ათი თვის განმავლობაში, მამაკაცის ყოველდღიური რაციონი 500 კალორიას არ აჭარბებს. ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში ლანეროლი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, თუმცა მან ეს მავნე ჩვევა დაძლია და სოციალური მომსახურების სამინისტროში მრჩევლადაც მუშაობდა. მერე იმ ადამიანების შესახებ შეიტყო, რომლებიც წლების განმავლობაში არ იღებენ საკვებს და თავადაც დაინტერესდა. ახლა ის ცდილობს, პროპაგანდა გაუწიოს ცხოვრების ამგვარ, ჯანსაღ წესს. თუმცა, მედიკოსები აცხადებენ, რომ მსგავსი რეჟიმი საკმაოდ ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.