სეირნობა - ნადრევი სიკვდილის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ყოველდღიურად, 11 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს 25%-ით ამცირებს. ეს დასკვნები უდიდესი კვლევების შედეგებს ეფუძნება, რომელშიც 30 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ჯანდაცვის ექსპერტები გვირჩევენ, კვირაში 150 წუთი დავუთმოთ ზომიერ ფიზიკურ აქტივობას. ამ ნორმის ნახევარიც კი მნიშვნელოვან შედეგს დებს - სიმსივნისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, შესაბამისად, 7% და 17%-ით ამცირებს. მედიკოსები ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი, ზომიერ აქტიურობაში მაღალი დატვირთვები შეიტანოთ. ზოგჯერ საკმარისია, ზოგიერთი ჩვევა შეცვალოთ. მაგალითად, სამსახურამდე ან სხვა დანიშნულების ადგილამდე ფეხით ან ველოსიპედით მიხვიდეთ.