„ჭკვიანი კბილი“ გაგაკონტროლებთ

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაივანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ჭკვიანი კბილი“ გამოიგონეს. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარი მავნე ჩვევები აკონტროლოს. ხელოვნური კბილი განსაზღვრავს, მაგალითად, რამდენად ხშირად ეწევა მისი პატრონი, ან რომელი პროდუქტები უნდა გამორიცხოს კვების რაციონიდან. ახალი მოწყობილობა კბილის იმპლანტში მაგრდება. მასში ჩამონტაჟებულია სპეციალური გადამცემები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ და ამ მასალას მკურნალ ექიმს გადასცემენ. ახალი მოწყობილობა ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია. ექსპერიმენტში მონაწილეებმა მოწყობილობა სხვადასხვანაირად გამოსცადეს - ღეჭავდნენ საღეჭ რეზინს, ახველებდნენ, სვამდნენ წყალს, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ...

„ჭკვიანმა კბილმა“ 94%-იანი სიზუსტით დაადგინა ადამიანის მოქმედება და მიხვდა, ის ჰამბურგერს მიირთმევდა, თუ საღეჭი რეზინი ედო პირში. ხელოვნური კბილის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი გამოგონება უსაფრთხოა როგორც თავად მისი მომხმარებლისთვის, ასევე, გარშემომყოფებისთვისაც. მისი გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი არ არსებობს ზიანის მიყენების შანსი. სწავლულებს სურთ, რომ ინოვაციური მოწყობილობა ინფორმაციას ელექტრონულ მატარებლებზეც - სმარტფონებზე ან კომპიუტერზე, „ბლუთუსის“ მეშვეობით გადასცემდეს ინფორმაციას.