დაუბადებელი ბავშვი განკურნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მედიკოსებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, პირველად მოახერხეს და ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი იმ იშვიათი გენეტიკური დაავადებისგან განკურნეს, რის გამოც პატარები, დაბადებიდან მალევე, იღებოდნენ. დედის მუცელშივე გამოჯანმრთელებული გოგონა დროულად გაჩნდა და ახლა უკვე 16 თვისაა. პატარა პაციენტს აილა ბაშირი ჰქვია. ჯერ კიდევ მუცლად მყოფს, პომპეს დიაგნოზი დაუდგინეს. ამ დაავადების გამო კუნთოვანი და ნევრული უჯრედები ზიანდება - კანი და ლორწოვანი გარსი ციანოზური ხდება, ვითარდება ენის ჰიპერტროფია, ტახიკარდია, სუნთქვის გაძნელება. ასეთი ბავშვების უმრავლესობა ორი წლის ასაკამდე კვდება. აილას გამოსაჯანმრთელებლად ექიმებმა დედის მუცელშივე გამოიყენეს ფერმენტების შემცვლელი თერაპია. დედამ და ნაყოფმა ასეთი ექვსი პროცედურა ჩაიტარეს. აილას თერაპია ახლაც გრძელდება. გოგონა თავს კარგად გრძნობს და გადახრების გარეშე ვითარდება.