უძველესი წარწერა გაშიფრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ისრაელიდან უძველესი წარწერა გაშიფრეს - ის სპილოს ძვლისგან დამზადებულ სავარცხელზე, ქანაანურ ენაზეა შესრულებული. სპეციალისტების თქმით, არტეფაქტის ასაკი, დაახლოებით, 3.7 ათასი წელია. სავარცხლის ერთ მხარეს 6 მსხვილი კბილია, მეორე მხარეს _ 14 წვრილი კბილი. სავარაუდოდ, წვრილი მხარე თმიდან პარაზიტების მოსაშორებლად გამოიყენებოდა. არტეფაქტი თელ-ლახიშში, 2017 წელს აღმოაჩინეს, მასზე არსებული წარწერის გაშიფვრა კი მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოხერხდა. სავარცხელზე შვიდი სიტყვაა ამოკაწრული. დაე, ამ ეშვმა გააქროს ტილები თმიდან და წვერიდან, - ასე იშიფრება ეს უძველესი წარწერა. ქანაანური დამწერლობა ჩვენს ერამდე, დაახლოებით, 1800 წელს შეიქმნა, მანამდე, რამე გააზრებული ტექსტი არსად აღმოუჩენიათ. სავარცხელზე არსებული წარწერა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 3700 წლის წინ, ანბანს იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, - ამბობენ სპეციალისტები.