აივ-ინფექციასაც ვაქცინით შეებრძოლებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულთა ჯგუფმა ამომავალი მზის ქვეყნიდან შეიმუშავა ვაქცინა, რომელმაც საცდელ მაიმუნებში აივ-ინფექცია სრულად გაანადგურა. ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა წერს. ექსპერტების ვარაუდით, ახალი პრეპარატის კლინიკური ცდები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის სამკურნალო წამლები მსოფლიოში უკვე არსებობს, თუმცა ისინი დაავადებას სრულად ვერ აღმოფხვრიან. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა გარდამტეხი იქნება და აივ-ინფექციას სრულად დაამარცხებენ. ვაქცინა შეიცავს ბაქტერიას, რომელიც ორგანიზმის იმუნურ პასუხს აძლიერებს. პრეპარატი ამ ბაქტერიის გენებისა და დასუსტებული იმუნოდეფიციტის ვირუსის გენების შერევით შეიქმნა.