დე-ვიტამინის ნაკლებობა შოზოფრენიას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანიელმა და ავსტრალიელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ დაბადებისთანავე დე-ვიტამინის უკმარისობა შიზოფრენიის განვითარების მომატებულ რისკს იწვევს. ბავშვებს, რომლებიც ამ ვიტამინის მინიმუმით დაიბადნენ (20.4 ნანომოლზე ნაკლები ლიტრზე), მომავალში, შოზოფრენიის განვითარების რისკი 44%-ზე მაღალი ჰქონდათ. ამის დასადასტურებლად, სწავლულებმა 2602 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც 1981-2000 წლებში დაიბადნენ. მათგან ნახევარი ფსიქიკურად დაავადებული იყო, ნახევარი კი საკონტროლო ჯგუფში შევიდა. სპეციალისტებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სქესი, ასაკი, დაბადების თარიღი, ოჯახში არსებული ფსიქიკური დაავადებები, მშობლების ასაკი დაბადებისას, წონა და გარემო პირობები. გამოსაკვლევად აიღეს გენეტიკური მასალაც. შედეგად აღმოჩნდა, რომ დე-ვიტამინის დეფიციტით დაბადებული ახალშობილები, მოზრდილ ასაკში, სხვებზე მეტად ავადდებოდნენ შოზოფრენიით.