104 ახალი სტატია

ჩინელებს სამი შვილის ყოლის უფლება მისცეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის ხელისუფლება თანამემამულეებს სამი შვილის ყოლის უფლებას მისცემს. აქამდე, ოჯახებს მხოლოდ ორი ბავშვის ყოლის უფლება ჰქონდათ. „გარდიანის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავრობა ცდილობს, ერის დაბერებას შეებრძოლოს. ამ მომენტისთვის, ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს შეადგენს, მცხოვრებთა 18% - 60 წელს გადაცილებულია. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, შარშან ჩინეთში, 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 18%-თ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. წელს კი, უახლესი მონაცემებით, შობადობა კიდევ 15%-ით შემცირდა. მთელი 35 წლის განმავლობაში, ჩინელებს ერთ ბავშვზე მეტის ყოლის ნება არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ, ოჯახებს ორი შვილის უფლება მისცეს, ამას შობადობის მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია. თუკი წყვილები რისკავდნენ და ორზე მეტ შვილს აჩენდნენ, ჯარიმის გადახდა უწევდათ, რომლის ოდენობასაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ადგენენ.