ამერიკას ახალ ქანდაკებას აჩუქებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეგობრობის ნიშნად, საფრანგეთი აშშ-ს ახალ „თავისუფლების ქანდაკებას„ გადასცემს. როგორც ვარაუდობენ, ქანდაკება ნიუ-იორკში, 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ქანდაკება ცნობილი 93-მეტრიანი სკულპტურის დაპატარავებული ასლია, რომელიც მეგაპოლისში, თავისუფლების კუნძულზე დგას. ორი ქვეყნის ისტორიული კავშირის სიმბოლოდ ქცეული ქანდაკების ახალი ვერსია 2.8 მეტრს შეადგენს. თავისუფლების ორიგინალური ქანდაკება 1876 წელს, მსოფლიო გამოფენისთვის შეიქმნა და შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე აჩუქეს. მონუმენტი, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის, ფრანგმა სკულპტორმა, ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა.