ინდოელმა წყვილმა თვითმფრინავი იქირავა, რათა კარანტინის შეზღუდვების გვერდის ავლით, 160-კაციანი ქორწილი ეზეიმა. მექორწილეები ტამილანდის შტატიდან გაფრინდნენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გამო, სადღესასწაულო ცერემონიაზე 50-ზე მეტი სტუმრის მიწვევა აკრძალულია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოიძიებენ ინციდენტს, კომპანია შპიცეჟეტ-ის თანამშრომლებს კი, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, დაითხოვენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ Boeing-737, ტურისტული სააგენტოს თანამშრომელმა იქირავა, რათა ქორწილის შემდეგ, წყვილს ემოგზაურა. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბორტზე ყველა მგზავრი გააფრთხილეს, რათა პირბადეები გამოეყენებინთა და დისტანციაც დაეცვათ. საქორწინო ცერემონია ორ საათს გაგრძელდა, ვიდრე სიძე-პატარძალი და სტუმრები მადურაიადან ბანგალორში ჩაფრინდებოდნენ.
ქორწილი თვითმფრინავში გადაიხადეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი