ამერიკული სამხედრო ხომალდი ღაზაში პორტის ასაშენებლად მიემართება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული სამხედრო გემი „გენერალი ფრენკ ბესონი“ ახლო აღმოსავლეთში, ღაზის სანაპიროსკენ მიემართება, სადაც დროებითი პორტი აშენდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გემმა ვირჯინიის სამხედრო ბაზიდან სტარტი მას შემდეგ აიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მოტივტივე ნავსადგურს ააგებს.

პენტაგონში განმარტავენ, რომ კონსტრუქციის ასაწყობად 60 დღემდე იქნება საჭირო. სამუშაოებში 1000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. თუმცა საქველმოქმედო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობას ამდენი დრო არ აქვს.

გაეროში ამბობენ, რომ სექტორში შიმშილი პრაქტიკულად გარდაუვალია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და სახმელეთო გზებით მიწოდება რთული და სახიფათოა.