“დაბრუნდი და მოგვიტანე მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!” - ორბანი ტრამპს შეხვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიკრობლოგ „იქსზე“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.

„ჩვენ გვჭირდება მსოფლიოში ისეთი ლიდერები, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც მშვიდობის მოტანა შეუძლიათ, ის ერთ-ერთი ასეთი ლიდერია. დაბრუნდი და მოგვიტანე მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი „ჰერითიჯ ფაუნდეიშენში“ კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

„ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა – ეს ევროპისა და ამერიკის კოსერვატიულ ძალებს შორის თანმშრომლობის საერთო საფუძველია“, – აღნიშნა ორბანმა.