რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის შეხვედრისას - არის მსხვერპლი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრის დროს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"ეს დარტყმა დღეს ვიხილეთ. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე. არ აინტერესებთ სად დაარტყამენ. ვიცი, რომ დღეს მსხვერპლი იყო, ჯერ არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი. რომ არიან დაღუპულები, არიან დაჭრილები", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, თავდასხმის დროს ისინი ოდესის საზღვაო პორტში იმყოფებოდნენ.

"უკვე ბოლოს გავიგეთ სირენების ხმა და იყო აფეთქებები. ჩვენთან ძალიან ახლოს მოხდა ეს. დრო არ გვქონდა დაცულ ადგილას გადავსულიყავით. გვესმის, რომ ეს ომი ყველას ეხება. არ არსებობს ხალხი, ვინც ამ ომის მიღმაა, ეს ომი არავის სწყალობს", - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.