პრეზიდენტი ზელენსკი მალე ბაქოს და ერევანს ეწვევა - დიპლომატიური წყაროები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დიპლომატიური წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, ახლო მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვიოს.

რადიო თავისუფლების წყაროების თანახმადვე, ვიზიტი ერევანსა და ბაქოში 4 მარტისთვისაა დაგეგმილი.

უკრაინის ელჩმა სომხეთში, ვალერი ლობახმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია და განუცხადა: „გაზაფხული დადებით მოვლენებს მოუტანს სომხეთს“.

„ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინა მზადაა, დაეხმაროს სომხეთს... ჩვენი ქვეყანა ყველაფერს იღონებს რეგიონის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობათა ფურცლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ბოლოს 2002 წელს ეწვია სომხეთს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იყო. სომხეთის პრეზიდენტებიდან კიევს ბოლოს სერჟ სარქისიანი ეწვია 2012 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის .

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბოლო 2024 წლის 17 თებერვალს შეხვდა, მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ სომხეთმა „გაყინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრობა.

მეორე წელია, იგი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება „შეცდომა“ იყო.