მავნე ჩვევა სიცოცხლეს 28 წლით გვიმოკლებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა კაროლინას უნივერსიტეტიდან მასშტაბური კვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება გაიხანგრძლივოს ადამიანმა სიცოცხლე. სპეციალისტებმა გააანალიზეს დანიის, ფინეთისა და შვედეთის მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობა. 20-წლიანი დაკვირვების პერიოდში, ყოველნაირი დაავადებებისგან სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იყო ალკოჰოლის მოყვარულთა ჯგუფში.

აღმოჩნდა, რომ სასმელის მოყვარულებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 28 წლით მცირდებოდა. მედიკოსები გვაფრთხილებენ - ალკოჰოლი ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის, გულისა და ღვიძლის მუშაობაზე. სპირტიანი სასმელების რეგულარული მიღება კი ზრდის სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარების რისკს. გარდა ამისა, ალკოჰოლიზმი ხდება ჭკუასუსტობის, იმპოტენციის, უნაყოფობის მიზეზი.