ერთი დღე გამგეობაში - შეხვედრა საჯარო სკოლის თვითმმართველობასთან

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პროექტი "ერთი დღე გამგეობაში" გაიმართა.
ახალგაზრდებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთი დღე სამგორის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაატარეს, შეითავსეს მათი მოვალეობები და სამუშაო პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილეები, ასევე, შეხვდნენ სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს, რომელთანაც მათთვის საინტერესო თემები განიხილეს.
პროექტის მიზანია სამგორის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.