როგორ მუშაობენ თურქულ-არაბული ობიექტები - ამართლებს თუ არა, უცხოელების ინვესტიცია თბილისში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ბევრი უცხოური ბიზნესი ფუნქციონირებს, განსაკუთრებით კი სარესტორნე სფეროში. ყველასათვის ცნობილ აღმაშენებლის გამზირზე, თურქულ-არაბული კაფე-ბარების და რესტორნების რაოდენობა ქართულს ბევრად აჭარბებს.  საინტერესოა, რამდენად კმაყოფილები არიან უცხოელები, რომლებმაც საქართველოში ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს. რა კატეგორიის მომხმარებლები ჰყავთ, რა პრობლემების წინაშე დგანან და კმაყოფილნი არიან თუ არა შედეგით. ამასთან დაკავშირებით, „ვერსიამ“ ჩაატარა გამოკითხვა, აღმაშენებლის გამზირზე მოქმედ უცხოური კომპანიების მფლობელებთან. როგორც ბიზნესმენებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, მომხმარებლების სიმცირეს ხშირად არ განიცდიან, თუმცა, ტურისტულ სეზონზე უფრო კარგი მუშაობა აქვთ.

***

_ასე თუ ისე, კმაყოფილები ვართ მუშაობით, ქართველი მომხმარებელიც ბევრი გვყავს და უცხოელიც, თანაბრად არიან. ჩვენნაირი მიმართულების სწრაფი კვების ობიექტი ბევრი არ არის, ანუ მსგავს კერძს ბევრი არ ამზადებს საქართველოში და ვინც ამზადებს ისიც გადაკეთებული რეცეპტით. ჩვენ ორიგინალ ვერსიას ვამზადებთ, საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებით და ამით ვცდილობთ სახელი გავითქვათ. ბევრი ქართველი ნაცნობი გვყავდა სანამ ობიექტს გავხსნიდით და ალბათ ამის დამსახურებაცაა ნდობა რომ მოვიპოვეთ.

***

_შარშან ოქტომბერში გავხსენით სწრაფი კვების ობიექტი, ქართველებიც და უცხოელებიც თანაბრად გვყავს. სიმართლე რომ გითხრათ,  შედეგით არც ისე კმაყოფილები ვართ. ვვატყობთ, რომ ხალხს საშუალება არ აქვს და შესაბამისად მომხმარებელიც ცოტაა. თუმცა, ჯერ მაინც ახლები ვართ და იმედია მალე გამოსწორდება სიტუაცია, სეზონებზე შედარებით უკეთესი მუშაობაა.

***

_სეზონებზე უფრო აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ისეც არ ვართ  უკმაყოფილოები, ჩვენი რესტორანი უცხოელებზეა გათვლილი და შესაბამისად ბევრი ტურისტი როცაა კარგად ვმუშაობთ. 3 წელია რაც გავხსენით და შეიძლება ითქვას, დიახ, კმაყოფილი ვარ.

***

_ჩვენ, ბურგერებს, პიცას და შაურმას ვამზადებთ. ქართველებიც და უცხოელებიც თანაბრად გვყავს. რამდენიმე წელია რაც გავხსენით, ზოგჯერ ასეა ზოგჯერ ისე. მიტანის სერვისზეც ვმუშაობთ, ხანდახან ქართველი მომხმარებელი უფრო მეტი გვყავს, ვიდრე უცხოელი

***

_ჩვენი კაფე-ბარი უცხოელებზეა გათვლილი, ამჟამად ბევრი სტუმარი არ გვყავს ხოლმე, მაგრამ ზაფხულში კარგად ვმუშაობთ. ისეთი კარგი შედეგი არ მოიტანა ბიზნესმა, როგორც ველოდი, მაგრამ არაუშავს, ვცდილობთ წინ წავიდეთ.

***

_მეორე წელია, რაც სურსათის მაღაზია გავხსენით, რაც ვაკვირდებით, ქართველი მომხმარებელი უფრო მეტი გვყავს, მაგრამ ტურისტებიც ხშირად გვსტუმრობენ. ნორმალურად ვმუშაობთ, ძალიან დიდი მოგება არ გვაქვს, თუმცა, არც ცუდი.

***

_რამდენიმე წელია ჩილიმ-ბარი მაქვს, ზოგჯერ ძალიან კარგ მოგებაზე გავდიავრთ, ზოგჯერ პირიქით, მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, ვცდილობ როგორმე აქტიურად ვამუშაო ბიზნესი. ჩავარდნებიც ხშირად გვაქვს, მაგრამ თავი გაგვაქვს.