თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია ფინანსური დახმარების პაკეტს სთავაზობს. ამ მიზნით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებენ;მოხდება ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრული ან ნაწილობრივი მხარდაჭერა;
სფეროში ჩართულ იურიდიულ პირებს მხარდაჭერა გაეწევათ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ;
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.
თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ ადამიანს მერია 2 მილიონი ლარით დააფინანსებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი