ანაკლიის ნავსადგურის პროექტი, სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირება და საზღვაო შრომის კონვენცია - ამოქმედებული პროექტები ეკონომიკის დარგში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წლის თებერვლიდან გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის კერძო პარტნიორის/ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით შემდეგი ეტაპისთვის გამოვლენილია 2 პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს.

დაწყებულია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირების პროცესი, ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის უსაფრთხოების დონეს, დარგის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

 2023 წლის წლის მაისში, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციას (MLC 2006). მიღებულ იქნა ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა - საქართველოს კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ რომელიც 2024 წლის 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში. აღნიშნულ კონვენციასთან მიერთება და მიღებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხს.