თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. დაწყებულია პირველი ტექნიკური კვლევა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია შეასრულებს.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა იწყება თელავში, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში წელიწადში 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, 2024 წელს უმასპინძლებს. აეროპორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, პირველადი შეფასებით, 25 მილიონ ლარს შეადგენს.
3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. შედეგად, აეროპორტი შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობის დასრულება განსაზღვრულია 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.