“ადგილობრივმა გენერაციამ გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია”

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი


გასული 9 თვის მონაცემებით, ადგილობრივმა გენერაციამ 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს გადააჭარბა და საანგარიშო პერიოდში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც, რამაც 1.5 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 38 მლნ ლარი შეადგინა.
2023 წლის იანვრიდან დღემდე, აშენდა 4 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 7.2 მგვტ. 2023 წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 7 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, ჯამური დადგმული სიმძლავრით 119 მგვტ.
დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში ჩატარდა 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი. გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ. შედეგად, შესაძლებელი იქნება ჯამურად 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად. ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
წელს, 9 თვის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 7800-ზე მეტი ოჯახისთვის. 2013-2021 წლებში ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა მიეცა 771 დასახლებულ პუნქტს. მიმდინარე წელს დასრულდება 2022 წლის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები და ჯამში, 15 149 პოტენციურ აბონენტს ექნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. 2025 წლისთვის, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის.
2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობები 207%-ით, ხოლო გაზის - 111%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის სავარაუდოა პროდუქციის სახელმწიფო წილის მატება 150%-ის ოდენობით.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი/Georgian Energy Development Fund
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა / Georgian State Electrosystem
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC